წელიწადნახევრის განმავლობაში უსახლკაროდ რეგისტრაცია 7415-მა პირმა მოითხოვა

წელიწადნახევრის განმავლობაში უსახლკაროდ რეგისტრაცია 7415-მა პირმა მოითხოვა, დაკმაყოფილდა - 8, - ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ გაავრცელა.

დეპუტატი მიმართავს ხელისუფლებას, შეიქმნას თბილისის მერიაში უსახლკაროთა პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის სპეციალური კომისია, რომელშიც ყველა უწყების წარმომადგენელი იქნება და რომლებიც შეიმუშავებენ გაკრვეულ პოლიტიკას საბინაო პრობლემის დაძლევისთვის.

”მერიას უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 7415-მა პირმა. სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინა 6015-მა პირმა. მერიამ განიხილა 1431 განაცხადი, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 500-ზე. სამწუხაროდ განხილული 1431 განაცხადიდან მხოლოდ და მხოლოდ 34 ოჯახზე გაიცა განკარგულება შესახლებაზე სოციალურ საცხოვრისში და ჯერჯერობით მხოლოდ რვა ოჯახია შესახლებული. ციფრები მიუთითებს, რომ 7000 მიმართვიდან ჯერჯერობით მხოლოდ რვა ოჯახია დაკმაყოფილებული წელიწადნახევრის განმავლობაში. უნდა ითქვას, რომ პრობლემა მასშტაბურია”, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

მისი თქმით, პრობლემა ძალიან რთულია და ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.