იაპონელ მილიონერს სამი ქმრის ციანიდით მკვლელობაში ედება ბრალი

70 წლის იაპონელ მილიონერს ცისაკო კაკეჰის სამი ქმრის მკვლელობაში ედება ბრალი.

პროკურორთა განმარტებით, ქალბატონმა ქმრების მოსაკლავად ციანიდი გამოიყენა. მკვლელობის მოტივი კი ფული იყო. 10 წლის განმავლობაში ცისაკო კაკეჰიმ 8,8 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დააგროვა მოკლული ქმრების ქონების მიღების შედეგად.

„ბიბისის“ ცნობით, სასამართლოზე 70 წლის ქალბატონმა ასევე აღიარა, რომ მეოთხე ქმარიც მოკლა. ქალბატონი მეოთხე ქმარი მასზე დაქორწინებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით ქალბატონმა უარყო მეოთხე ქმრის მკვლელობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცისაკო კაკეჰი 70 წელს გადაცილებულ პარტნიორებს ირჩევდა, რომელთაც ძირითადად გაცნობის საიტებისა და სააგენტოების მეშვეობით იცნობდა.

სასამართლო საბოლოო განაჩენს ცისაკო კაკეჰის ნოემბერში გამოუტანს.