5 საუკეთესო ქვეყანა მამობისთვის

დეკრეტული შვებულება მამებისთვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა, ზოგიერ ქვეყანაში მამაკაცები განსაკუთრებული უფლებებით და საუკეთესო პირობებით სარგებლობენ შვილის შეძენის შემდეგ.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მამებისთვის საუკეთესო დეკრეტული პირობებია.

შვედეთი

წყვილი, რომელსაც შვილი შეეძინება, 480-დღიანი შვებულებით სარგებლობს. ამ პერიოდში მათ ანაზღაურების 80% სრულად ერიცხებათ. ახალბედა მამები დამატებით 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ. ეს გადაწყვეტილება მამებსა და შვილებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება.

ესტონეთი

შვილის შეძენის შემდეგ, მამები 2-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ. მათ აგრეთვე აქვთ შესაძლებლობა შვებულება აიღონ მეუღლის ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში. დედის დეკრეტულის დასრულების შემდეგ, მამებს აქვთ უფლება 435-დღიანი დეკრეტულით ისარგებლონ, რომლის განმავლობაში მათ გარკვეული კომპენსაცია ერიცხებათ. კომპენსაცია ორივე მშობლის ხელფასიდან გამოითვლება და ჯამური თანხის საშუალო არითმეტიკულს შეადგენს.

ისლანდია

ახალგაზრდა მშობლებს შეუძლიათ გაინაწილონ ბავშვის გაჩენის შემდეგ მათთვის გამოყოფილი შვებულება, რომელიც 9 თვეს შეადგენს.

როგორც წესი, დედები პირველ სამ თვეს იღებენ, მომდევნო სამ თვეს კი მამები. დანარჩენ სამ თვეს ყველა წყვილი ინდივიდუალურად წყვეტს. გარდა ამისა, დეკრეტული შვებულების პერიოდში თითოეული მშობელი ხელფასის 80%-ს იღებს.

ლიტვა

ახალბედა მამებისთვის ბავშვის შეძენის შემდეგ 4-კვირიანი დეკრეტული შვებულება მოქმედებს. საერთო ჯამში, ბავშვის მშობლებს 156 კვირა ეკუთვნით. ამ პერიოდში წყვილს შეუძლია აირჩიოს - პირველი 52 კვირის ანაზღაურება სრულად 100% მიიღოს თუ 104 კვირის განმავლობაში ხელფასის 70%, ვიდრე ბავშვს 2 წელი არ შეუსრულდება.

ნორვეგია

ნორვეგიაში მამებს შეუძლიათ ისარგებლონ 10 კვირამდე შვებულებით, ხოლო დედას 35-კვირიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტულით, ან 45-კვირიანი შვებულებით, რომლის პერიოდშიც ხელფასის 80%-ს მიიღებს.

საერთო ჯამში წყვილს ასევე შეუძლია ისარგებლოს დამატებითი 46-კვირიანი ანაზღაურებადი დეკრეტულით ან 56-კვირიანი დეკრეტულით, რომლის დროსაც ხელფასის 80%-ს მიიღებს.