როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ (+ფოტო)
როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ (+ფოტო)
17 ივლისი / 2017

სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი.
გალერია თბილისის საერთო ფართი 55, 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„მინუს ერთ სართულზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტები. შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები. სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს. reclama

შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტბარი ღია ტერასით. განთავსდება სრულად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი. შენობაში ინტეგრირებულია „თავისუფალი“ და „ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები და მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედნის“ განახლებული ფოიე,“-ნათქვამია „გალერია თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
bpn bpn
კომენტარები (3)
18.07.2017
ლიკა
აქვს სართულებიანი პარკინგი პანდუსით და შესვლა სავარაუდოდ სულხან-საბას ქუჩიდან ექნება
18.07.2017
თამაზი
ყველაფერი კარგია, მაგრამ პარკინგი აქვს?
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.07.2017
პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს
სრულად
22.07.2017
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნესკურიერი" დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაცემის თანამშრომლები და გულშემატკივრები წერენ.
სრულად
22.07.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა, საქართველოზეც იმოქმედოს, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარმა პოლ ქრეგომ განაცხადა.
სრულად
22.07.2017
ისლანდიის ხელისუფლებამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
სრულად
22.07.2017
ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის ფრანგულ პსჟ-ში ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე რეკორდული შეიძლება გახდეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.07.2017
23.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713