მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს
17 ივლისი / 2017
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს.
მტკვრის მარცხენა სანაპიროს ავტოტრანსპორტისგან გამოთავისუფლების რეკომენდაციას თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი იძლევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთზე, დაახლოებით ზაარბრიუკენის მოედნიდან მარჯანიშვილამდე პერიმეტრზე.

„ამ იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა გრძივი უწყვეტი კავშირი შედგება ქალაქში, ამიტომ ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, თუმცა პროექტში ეს დევს იმიტომ, რომ რაღაც ისეთი არ მოხდეს ამ მიდამოებში, რომ მერე ხელი შეუშალოს ამ იდეის განხორციელებას.

საჯარო ტრანსპორტი აუცილებლად უნდა დარჩეს. აქ ლაპარაკია მხოლოდ ინდივიდუალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაზე.

reclamaროგორც იდეა კარგია, თუმცა მათ შესრულებას დრო უნდა და იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამას მოამზადებს“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან გათვალისწინებულია ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით.

”ჩვენი ხედვით მტკვრის ნაპირების ძირითად საქალაქო სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბებას ალტერნატივა არ გააჩნია: თბილისის უბნების უმრავლესობისათვის, მტკვრის სანაპიროები ყველაზე ახლო, ადვილად მისაწვდომ სივრცეებს წარმოადგენს. მტკვრისპირა მწვანე სისტემის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩამოყალიბება ქალაქის ცენტრის სარეკრეაციო სივრცეებით გამდიდრების ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტაა”, - ნათქვამია კონცეფციაში.

კონცეფციის ავტორების ხედვით, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე. მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა, მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს.

ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეები: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეებით. დედაენის პარკსა და რიყეზე ჯებირებისაგან მდინარის გათავისუფლებით, შესაძლებელი გახდება უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება, რაც კიდევ უფრო ორგანულად შეაკავშირებს მდინარესა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

reclamaკონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით.

ქალაქის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები იქცევა მსხვილ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად, არაფორმალური ღია სივრცეებითა და დაცული ბუნებრივი გარემოს ელემენტებით. მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას იძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები.

მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი, დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს.

კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე ვერეს გასწვრივ, სარეკრეაციო სივრცეების ქსელის განვითარება, რომელიც დაბოლოვდება მზიურისა და ამჟამინდელი ზოოპარკის ერთიანი სარეკრეაციო სივრცით.

კომენტარები (3)
18.07.2017
222
ვაი თქვენს პატრონს!!! საცობები აკლია ქალაქს და ახლა ახალ ახალ ჩასაკეტ გზებს ეძებთ იმის ნაცვლად, რომ მოიფიქროთ როგორ განტვირთოთ, უკუღმა გიმუშაობთ ტვინები..
18.07.2017
დათო
მტკვრის გაწმენდა თუ არ მოხდა და ფეკალიების ცალკე არხში ჩაკეტვა აზრი არ ექნება მაგ ყველაფერს. როგორ უნდა დაისვენო წყალთან რომელიც ყარს ? ამიტომ ჯერ მტკვარს მივხედოთ და მერე მის რეკრეაციულ ტერიტორიად გადაქცევას.
მსგავსი სიახლეები
დღეიდან №24 ავტობუსების მგზავრებს ახალი ლურჯი MAN-ის სიენჯი ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა განიხილეს.
რუსეთმა თბილისიდან მოსკოვში ფრენებზე ავიაკომპანია Georgian Airways-ს შეზღუდვები მოუხსნ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„მთელი გულით მინდა ბათუმს მივულოცო ეს შენაძენი, რომელიც უახლესი 1-1,5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში გამოჩნდება.
ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება.
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა.
მდინარე მტკვარის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა თბილისის განვითარების გენგეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე აკრძალვის შემოღებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა:
„ორთაჭალჰესთან მტკვარში ფეკალური მასა ღიად ჩაედინება.“
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.07.2017
პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს
სრულად
22.07.2017
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნესკურიერი" დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაცემის თანამშრომლები და გულშემატკივრები წერენ.
სრულად
22.07.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა, საქართველოზეც იმოქმედოს, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარმა პოლ ქრეგომ განაცხადა.
სრულად
22.07.2017
ისლანდიის ხელისუფლებამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
სრულად
22.07.2017
ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის ფრანგულ პსჟ-ში ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე რეკორდული შეიძლება გახდეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.07.2017
23.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713