ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

”საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, უმოკლეს ვადებში მოხდა გზის გაწმენდა და სავალი ნაწილის აღდგენა”, - განმარტავენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.