რუსეთის ტრანპოსრტის სამინისტრომ Georgian Airways-ს შეზღუდვები მოუხსნა

რუსეთმა თბილისიდან მოსკოვში ფრენებზე ავიაკომპანია Georgian Airways-ს შეზღუდვები მოუხსნ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს.

“გიდასტურებთ, რომ შეზღუდვები მოხსნილია. „ურალის ავიახაზებთან“ საქართველომ „ჟუკოვსკიდან“ თბილისში ფრენები შეათანხმა“, - განაცხადეს უწყებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ფრენებზე შეზღუდვები დაუწესა, რადგან თბილისმა რუსულ ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებთან“ პოდმოსკოვიეს აეროპორტ „ჟუკოვსკიდან“ თბილისის მიმართულებით ფრენები არ შეათანხმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მაისიდან საქართველოს ავიახელისუფლებამ ავიაკომპანიას უფლება არ მისცა „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან თბილისამდე ოთხი რეისი შეესრულებინა ზაფხულის განმავლობაში.