თბილისში ბუნებრივი აირის საფასური დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაძვირდა

თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაუძვირდა , - აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელზეც სემეკმა „ყაზტრანსგაზ თბილისისს“ 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.

აქამდე მოქმედი ტარიფი დედაქალაქის მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, დღეს კი სემეკმა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი დაადგინა (დღგ-ს ჩათვლით).

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახური სს ”ყაზტრანგაზის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტ აბონენტს ემსახურება.

ტარიფი ძალაში იქნება 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.