ტორონტოში მდებარე სასტუმროდან ტრამპის გვარის დემონტაჟი განხორციელდა

კანადაში ქალაქ ტორონტოში Trump International Hotel and Tower-ის ყოფილი სასტუმროდან აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გვარის დემონტაჟი განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ ტელეარხი CTV News იუწყება.

65-სართულიან ცათამბჯენს რებრენდინგი უტარდება მას შემდეგ, რაც მესაკუთრე კომპანიამ JFC Capital-მა Trump Organization-ისგან შენობის მართვის კონტრაქტი გამოისყიდა. სასტუმროს ახალმა მფლობელმა ორგანიზაციამ InnVest Hotels LP გადაწყვეტილება მიიღო, სასტუმროს სახელი შეუცვალოს.

შესაბამისად, შენობიდან დიდი წარწერის TRUMP-ის დემონტაჟი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ Trump Organization-ის ერთადერთი სასტუმრო კანადაში ახლა ქალაქ ვანკუვერში მდებარეობს.