დღეიდან №24 ავტობუსების მგზავრებს ახალი ლურჯი MAN-ის ავტობუსები მოემსახურება

დღეიდან №24 ავტობუსების მგზავრებს ახალი ლურჯი MAN-ის სიენჯი ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან იუწყებიან, №24 მარშრუტი გლდანის VII-VIII მიკრორაიონიდან გრიგოლ რობაქიძის, მარშალ გელოვანის და ვაჟა ფშაველას გამზირების გავლით თბილისის სახ. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა ახალი 143 MAN-ის ავტობუსები. ავტობუსები უკვე მოძრაობს მარშრუტზე № 9, 37, 51, 61, 87 და 88 მარშრუტებზე.

ხვალიდან ახალი ავტობუსები N14 და N21 მარშუტებზე გამოჩნდება, ხოლო N140 მარშუტზე ავტობუსების ჩანაცვლება 24 ივლისს იგეგმება.