ლონდონში ხუთი წლის გოგონა ლიმონათით ვაჭრობის გამო დააჯარიმეს

ლონდონში ხუთი წლის გოგონა არალიცენზირებული ვაჭრობის გამო ადგილობრივმა პოლიციამ 150 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

როგორც გოგონას მამა ანდრე სპაისერი ყვება, ლონდონის აღმოსავლეთში საკუთარ საცხოვრებელ რაიონში მისმა ქალიშვილმა გადაწყვიტა მოეწყო პატარა დახლი საიდანაც ჭიქა ლიმონათს 50 პენსად გაყიდდა. ეს იყო ერთდღიანი აქცია, რომელიც დაკავშირებული იყო იქვე მდებარე მუსიკალურ ფესტივალთან, რომლის ათასობით მონაწილეს სწორედ ამ ადგილის გავლა უწევდა.

„მას უბრალოდ უნდოდა, რომ ხალხს მისთვის გაეღიმა და ძალიან ამაყი იყო საკუთარი თავით. თუმცა გაყიდვების დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები. ცოტა შოკირებული ვიყავი, მეგონა გვეტყოდნენ უბრალოდ აგვეღო ნივთები და წავსულიყავით, თუმცა მათ ჩართეს კამერა და დაიწყეს ახსნა, რომ მას არ ჰქონდა ვაჭრობის ლიცენზია. ეს ჩემმა შვილმა ძალიან განიცადა. ამის შემდეგ ჩვენ გამოგვიწერეს ჯარიმა 150 გირვანქას ოდენობით.“ - განაცხადა გოგონას მამამ.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წამრომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შეწუხებული არიან მომხდარის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ პოლიციელები შემდგომში ჯანსაღი გონებით იმოქმედებენ და არ დააჯარიმებენ ბავშვებს. „ჯარიმა სასწრაფოდ გაუქმდება და ჩვენ დავუკავშირდებით ბატონ სპაისერს და მის ქალიშვილს, რათა მოვუბოდიშოთ“, - წერია განცხადებაში.

ცნობისათვის, ლონდონში დახლის გასახსნელად საჭიროა ქუჩაში ვაჭრობის ლიცენზიის მიღება. არსებობს ორი ტიპის ლიცენზია - დროებითი და მუდმივი. ორივე ლიცენზია 75 გირვანქა სტერლინგი ღირს და მას 17 წლამდე პირებზე არ გასცემენ.

კოკა კვირკველია