23 და 24 ივლისს, ყველა მოძრავ ელექტრომატარებელზე Black Sea Arena-ს სიახლოვეს გაჩერება დაემატება

23 და 24 ივლისს, ყველა მოძრავ ელექტრომატარებელზე დაემატება გაჩერება Black Sea Arena-ს სიახლოვეს, - ამის შესახებ რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი.

”მიმდინარე წლის 23 ივლისს, Black Sea Arena-ზე, ქეთი მელუას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის, ასევე, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, 23 და 24 ივლისს, ყველა მოძრავ ელექტრომატარებელზე დაემატება გაჩერება Black Sea Arena-ს სიახლოვეს, ახალაშენებულ ბაქანზე”, - აცხადებენ რკინიგზაში.