მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ, ღვედის გამოუყენებლობისთვის 1976 მძღოლი დაჯარიმდა

მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღების მიუხედავად 1- ელი 7 ივლისის ჩათვლით, ღვედის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმებულთა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც შსს იუწყება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, რომელზეც 10 ქულის ჩამოკლებაა გათვალისწინებული, 1976 მძღოლი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი ჯარიმა საპატრულო პოლიციამ 1-ელ და 3 ივლისს დაწერა. 1 ივლისს უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 359, ხოლო 3 ივლისს 375 მძღოლი დაჯარიმდა.

მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან ერთ კვირაში დაფიქსირებული მონაცემები შსს-ში 24-30 ივნისს დაფიქსირებულ მონაცემებს შეადარეს, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ უფრო მეტი მძღოლი დაჯარიმდა, ვიდრე მის ამოქმედებამდე. კერძოდ 24-დან 30 ივნისის ჩათვლით აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 1933 მძღოლი დაჯარიმდა.