პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში ნეიმარის ხელფასი დღეში 116 000 ევრო იქნება

ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის ფრანგულ პსჟ-ში ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე რეკორდული შეიძლება გახდეს.

როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, ფრანგული გუნდი მზად არის ბარსელონას 222 მილიონი ევრო შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ ეს ის გამოსასყიდი თანხაა, რომელიც ნეიმარის კონტრაქტშია გაწერილი.

თვითონ ფეხბურთელს კი პსჟ წელიწადში 42 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს სთავაზობს.

თუ ნეიმარი ფრანგების შეთავაზებას დასთანხმდება, მისი ხელფასი წუთში 81 ევროს, საათში 4,860 ევროს, ხოლო დღეში კი 116,000 ევროს შეადგენს.

ნეიმარს აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როგორც ბრაზილიური და ესპანური მედია წერს, უახლოეს დღეებში გაირკვევა, დარჩება თუ არა ნეიმარი ბარსელონაში.