სნოში სასტუმრო "სნო" გაიხსნა

სნოში 34-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.

სასტუმროს გახსნის ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დაესწრო და სასტუმრო აკურთხა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მთავრობის წევრები.

„34- ნომრიანი სასტუმრო რეგიონისთვის საკმაოდ ფეშენებელური და დიდია. ფასები საკმაოდ მისაღები იქნება. სასტუმრო მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ადგილზე პირველ რიგში ადგილობრივები დასაქმდებიან და სასტუმროს მოგება მთლიანად ადგილობრივების სოციალურ დახმარებას მოხმარდება - საკვებით, ტექნიკით, ნებისმიერ საშუალებით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასჭირდება. უნდა დავეხმაროთ ადგილობრივებს, რომ მთა არ დაიცალოს“, - განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა.