ლადო გურგენიძე ”ლიბერთი ბანკიდან“ მიდის

ლიბერთი ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები დააანონსა.

ბანკის გენერალურმა დირექტორმა აქციონერებს მოუწოდა საბჭოში ირაკლი რუხაძის, გიორგი კალანდარიშვილის და დავით შონიას შესვლას მხარი იმ შემთხვევაში დაუჭირონ თუ ეროვნული ბანკი ამ ცვლილებების წინააღმდეგი არ იქნება.

ბანკის აქციონერები საკითხზე 14 აგვისტოს 10:00 საათზე ჩანიშნულ „საერთო კრებაზე“ იმსჯელებენ.

კრებაზე ასევე უნდა განიხილონ ლადო გურგენიძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც, ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციასაც მიიღებს.

უნდა მოხდეს ლადო გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და ხელშეკრულების ხელმოწერის თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეწყვეტის შეტყობინება გაგზავნილი იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ გურგენიძე თავად ამავე ვადაში, გაუგზავნის ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებას, ის ასევე მიიღებს კომპენსაციას.

დღეისათვის ბანკის საკონტროლო პაკეტს "ლიბერთი ჰოლდინგი" ფლობს.

"ჰანიველ პარტნერსმა" "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტის ყიდვის გეგმაზე 2016 წლის გაზაფხულზე განაცხადა, თუმცა გარიგების ამ დრომდე ვერ დასრულდა.