NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

კერძოდ, 77%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 16%-სთვის კი მიუღებელია.

რაც შეეხება ნატო-ს, აქ მხარდამჭერთა რიცხვი 66%-ს შეადგენს, ხოლო 23%-ისთვის მიუღებელია, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.