დიდ ბრიტანეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე  ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

2040 წლიდან დიდ ბრიტანეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.

როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, ეს აკრძალვა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

გარდა ამისა, მთავარობა გამოყოფს 255 მილიონ გირვანქას, რათა ადგილობრივმა საბჭოებმა დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვით გამოწვეული პრობლემები მოაგვარონ. ზოგადად კი სუფთა ჰაერის სტრატეგიაზე 3 მილიარდი გირვანქაა გამოყოფილი.

კამპანიის მონაწილეებმა ამ გადაწყვეტილებას დამაიმედებელი უწოდეს, თუმცა უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვეს.

მათ სურთ, რომ მთავრობამ შექმნას და გააკონტროლოს სუფთა ჰაერის ზონები და ყველაზე მავნე გამონაბოლქვიანი ავტომობილების ასეთ ზონებში შესვლაზე გადასახადები დააწესოს.

სუფთა ჰაერის სტრატეგიის საკუთარი პროექტები მინისტრებმა მაისში გამოაქვეყნეს, საბოლოო ზომები კი 31 ივლისამდე უნდა იქნას მიღებული.