პეკინის ქუჩაზე ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის ქუჩის 1.3 კმ სიგრძის 1000 მმ-იანი მაგისტრალური მილის სრულ განახლებას, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ახორციელებს.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იუწყება, წყალსადენის მდგომარეობა მოითხოვს ჰიდროტესტირებას და დამატებითი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. ჰიდროტესტირების პროცესში აუცილებელია გარკვეულ ქუჩებზე წყალმომარაგების პერიოდულად შეზღუდვა.

კომპანიის ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესი ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 27,28 ივლისს წყალმომარაგება გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება: 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ასევე 00:00 საათიდან 08:00 საათამდე.

საბურთალოს რაიონში: თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს.

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს და ბაგებს.

წყნეთს და კიკეთს 27-დან 28 ივლისის ჩათვლით წყალი მიეწოდება 12:00 საათიდან 17:00 საათამდე; „კომპანია მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.