NDI-  საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 22%-ის ფულადი შემოსავალი 301-500 ლარია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 22%-ის ფულადმა შემოსავალმა გასულ თვეს 301-500 ლარი შეადგინა, ხოლო გამოკითხულთა 24%-ის თვიურმა დანახარჯმა  301-500 ლარი. კვლევის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 18%-ის შემოსავალმა გასულ თვეს 181-300 ლარი შეადგინა, ამდენივე დანახარჯი ჰქონდა გამოკითხულთა 19%-ს. გამოკითხულთა 13%-ის ფულადი შემოსავალი თვიურად 501-800 ლარია, ამავე ოდენობის დანახარჯი აქვს გამოკითხულთა 13%-ს.

კვლევის მიხედვით, 801-1200 ლარს შეადგენს გამოკითხული  მოსახლეობის 9%-ის გასული თვის შემოსავალი, ხოლო ამავე ოდენობის დანახარჯი აქვს 7%-ს. 1201-1600 ლარი არის საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 3%-ის წინა თვის ფინანსური შემოსავალი, ამავე ოდენობის დანახარჯი აქვს მოსახლეობის 3%-ს. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლების 1%-ს გასულ თვეს არ ჰქონდა ფინანსური შემოსავალი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

bpn