წლის ყველაზე მდიდრული ქორწილი

ძვირფასი საიუველირო ბრენდის "სვაროვსკის" დამფუძნებლის მემკვიდრე 23 წლის ვიქტორია სვაროვსკი იტალიელ უძრავი ქონების მაგნატზე დაქორწინდა. ვიქტორია ავსტრიაში ცნობილი მომღერალია, მისი რჩეული 40 წლის ვერნერ მურზია.

ქორწილი შედგა ტრიესტეში, იტალიაში და მას 250 სტუმარი ესწრებოდა. განსაცვიფრებელი იყო 8 მეტრი სიგრძის, 46 კგ წონის, ბროლის თვლებით შემკული საქორწინო კაბა, Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები და 500 000 სვაროვსკის კრისტალით მორთული საქორწინო დარბაზი და არამარტო საქორწინო დარბაზი.

წყვილი ერთმანეთს 2010 წელს შეხვდა და ხანგრძლივი ურთიერთობა ახლა დააგვირგვინა გრანდიოზული ქორწილით.

უცხოური პრესა აქტიურად ადევნებდა თვალს წლის ყველაზე მდიდარ საქორწინო ცერემონიას და ის "მილიარდიან ბრენდად" შეაფასეს, სადაც სვაროვსკის კრისტალით იყო დამშვენებული ცერემონიის თითოეული დეტალი და მათ შორის, დედოფლის თაიგულიც.

პატარძალმა სამჯერ გამოიცვალა კაბა. პირველი მასიური კაბა, რომელიც ჯვრისწერის ცერემონიაზე ეცვა, წვეულების ადგილას მისულმა ვიწრო და დახვეწილი კაბით შეცვალა, შემდეგ კი ულამაზესი წითელი კაბა მოირგო.

წყარო: AMBEBI.GE