"ლარის გაუფასურების დასაწყისს სექტემბრის ბოლოდან უნდა ველოდოთ"

საფინანსო ბაზრის ექსპერტი ნიკა შენგელია ლარის მორიგ გაუფასურების შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ტრამპის ადმინისტრაციის მორიგმა წარუმატებელმა მცდელობამ, მოეხდინათ ჯანმრთელობის პროგრამის რეფორმირება , ეჭვქვეშ დააყენა მთელი ადმინისტრაციის სტრატეგია. აღნიშნულმა გამოიწვია ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის მკვეთრად დაცემა , რასაც შესაბამისად დოლარის ინდექსის 120 პუნქტით დაცემაც მოყვა.

ევროპის წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაში,გერმანიაში კი გაურკვევლობის პერიოდია. სანამ ეცბ(ევროპის ცენტრალური ბანკი) ფიქრობს შეცვალოს მონეტარული პოლიტიკა, უკვე სექტემბერში ახლოვდება ფედერალური არჩევნები. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ეკონომიკური განწყობის ინდექსი ZEW მეორე თვეა ეცემა. თუ ეცბ ს ჩინოვნიკები მხრიდან ხელოვნურად არ მოხდება ევროპული ვალუტის შესუსტება ის 1.18 იან ნიშნულს ნამდვილად მიაღწევს, ხოლო ბიზნეს საქმიანობის ინდექსის მაღალი მაჩვენებლის გამოსვლის შემთხვევაში ადვილად შესაძლებელია 1,20 იან ნიშნულამდეც მიაღწიოს.

15 და 30 ივნისს დადებულ პოსტებში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ "რომ 25 მაისიდან მოყოლებული, თუ დააკვირდებოდით ფიუჩერსული კონტრაქტების ვაჭრობის სტატისტიკას, მსხვილი ინვესტორები გრძელ პოზიციებს ხურავდნენ. ესენი ის ინვესტორები არიან ბოლო 2 თვის განმავლობაში ევროს შესყიდვებს, რომ ახორციელებდნენ.შეგახსენებთ,რომ აღნიშნული პროცესები დაიწყო მარტის ფსს-ს სხდომის შემდეგ.

ვინაიდან ამ პერიოდში ევრომ ფონდირების ფუნქცია შეასრულა,ის შეიძლება ოდნავადაც გამყარდეს, თუმცა იმ ფონზე როდესაც დოლარის მოცულობაში შემცირება უკვე გადაწყდა და დაიწყება კიდევაც,იგი როგორც ფონდირების ძირითადი ვალლუტა ევროსთან და იაპონურ იენასთან მიმართებაში აუცილებლად გამყარდება.(ანალოგიური მოხდა 2015 წლის ოქტომბერში)"

(ეს გამოქვეყნებული გვქონდა 2017 წლის 15 ივლისს)

ასე ,რომ ევრო და იენა ჯერჯერობით ითავსებენ ფონდირების ფუნქციას, და დოლარი/იენას წყვილის დაცემა 111 და 110 ნიშნულებამდე სავსებით მოსალოდნელია.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ლარი ევროს მიმართ გაუფასურებას განაგრძობს .

ახლა რაც შეეხება ქართულ ლარს, მომდევო კვირაში მისი მერყეობის შუალედი დოლართან მიმართემაში მოექცევა [2.3890-2.4120] შუალედში, ხოლო ევროსთან მიმართებაში ლარი იმერყევებს [2.7650-2,7950] საზღვრებში.

დოლარის ინდექსის DXI ვარდნის შეჩერებას სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისიდან უნდა ველოდეთ. საყრდენ დონედ განვიხილავთ 93,30 იან ნიშნულს და 10 აგვისტოდან ველოდებით მის შესამჩნევ ზრდს.

საშუალოვადიან პერიოდში, ლარის შედარებით საგრძნობი გაუფასურების დასაწყისი მოსალოდნელია სექტემბრის ბოლოდან, მაშინ როდესაც აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა გაზრდის საპროცენტო განაკვეთს და ევროპის ცენტრალური ბანკი გაამკაცრებს ფულად საკრედიტო პოლიტიკას." - წერს შენგელია.