"ფეისბუქი" ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს

„ფეისბუქი“ დუბლინში სამუშაოდ საქართველოდან საბაზრო სპეციალისტს ეძებს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებთან მუშაობისთვის.

როგორც "ფეისბუქის" გავრცელებულ ვაკანსიაში აღნიშნული, შერჩეული კანდიდატის მოვალეობებში შევა შეტყობინებული კონტენტის განხილვა, მომხმარებლის ექაუნთთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, აღნიშნული სეგმენტისთვის მხარდაჭერის გაუმჯობესება, ასევე თემატური გლობალური საკითხების გადაჭრა.

"შერჩეული კანდიდატი დსთ-ს გუნდთან ერთად იმუშავებს. ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს", - ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.

შერჩეული კანდიდატის მოვალეობები იქნება: ინსტაგრამზე და ფეისბუქზე შეტყობინებული კონტენტის განხილვა და გადაჭრა, მომხმარებლების მოთხოვნებზე პასუხის გაცემა, დსთ-ს ბაზარზე მომხმარებლების მხარდაჭერის გაუმჯობესება, შესაბამისი მონაცემების შეგროვება, ანალიზი და გამოყენება, მსხვილი და კომპლექსური საკითხების გადაჭრა.

"მინიმალური კვალიფიკაცია: ბაკალავრის და/ან მაგისტრის ან ეკვივალენტური ხარისხი (მათემატიკა ან სამეცნიერო დისციპლინები სასურველია), სტრატეგიული აზროვნება ანალიტიკური უნარებით, ფეისბუქისა და ინსტაგრამის მხარდაჭერის სურვილი, კომუნიკაციის უნარები, ტექნიკური და მონაცემთა უნარები, ქართული და ინგლისური ენების აუცილებელი ცოდნა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია", - ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.