მებაჟეებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 25,800 ღერი) აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.