დონალდ ტრამპის მიერ შესრულებული ნახატი აუქციონზე 29 184 დოლარად გაიყიდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შესრულებული „ტრამპ თაუერის“ სკეჩი ნიუ იორკის საქველმოქმედო აუქციონზე 29 184 დოლარად გაიყიდა.

სკეჩს ტრამპის ავტოგრაფიც ამშვენებს.

ტრამპმა აუქციონზე გაყიდული სკეჩი 2005 წელს ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეასრულა.

ნახატის საწყისი ფასი 9 000 დოლარი იყო. უცნობია, ვინ შეიძინა ტრამპის მიერ შესრულებული „ტრამპ თაუერი“. აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით, აუქციონიდან შემოსული თანხა გაუნათლებლობის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო ჯონ მაკკეინის, შარლიზ ტერონისა და ბენისიო დელ ტოროს ნამუშევრები.