სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე გასულ წელს ტარიელ ხეჩიკაშვილის შემოსავალმა 75 000 ლარი შეადგინა. მინისტრის ქონება გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ცნობით, ჯამში 11 მილიონ ლარად არის შეფასებული.
მიმდინარე წლის 31 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ხეჩიკაშვილი ფლობს 18 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხს თბილისში; დანარჩენი უძრავი ქონება კი მისი მეუღლისა და შვილის საკუთრებაშია.
რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ხეჩიკაშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 889,29 ლარი და 0,05 დოლარი ჰქონდა; მის საკუთრებაშია ასევე ს/ს „ვივის“ 28 340 აქცია. აქედან 5 000 აქცია 76 750 ლარად 2016 წელს შეიძინა.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო სს „ვივის“აქციონერი; შპს სპორტული კლუბი „ოლიმპის“ 82%-იანი წილის მფლობელი; შპს „ავტო სერვის კავკასიის“ 32%-იანი წილის მესაკუთრე; შპს „ავტოსტილის“ 25%-იანი წილის მფლობელი; შპს „კავკასუს მოტორსის“ 33,40% -იანი წილის მესაკუთრე და შპს „იბერია ავტოს“ 70%-იანი წილის მფლობელი.
მას ეკუთვნის ასევე შპს „იბერია ავტო ჰაუსის“ 25%-იანი წილი; შპს „იბერია ავტო ლენდის“ 21,25%; შპს „იბერია სერვისის“ 20%-იანი წილი, რომლის საქმიანობითაც 2016 წელს ხეჩიკაშვილმა 10 128 181 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო; შპს „სენა ავტოს“ 21,25%; შპს „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ 33,33%-იანი წილი; შპს „სითი სპორტის“ 70%; შპს „ფეხბურთის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის“ 33,30%; შპს „იბერია კაპიტალ ინვესტის“ 40%-იანი წილი; შპს „იბერია ინვესტის“ 25%; შპს „იტა სერვისის“ 25%; შპს „იბერია ავტო ცენტრის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა წინა წელს 105 263 ლარი შეადგინა; შპს „კია მოტორს ჯორჯიას“ 25%-იანი და შპს „კრეს GMBH ავტო ჰაუსის“ 50%-იანი წილის მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ ამათგან ზოგიერთ საწარმოში მინისტრის პარტნიორი არის შპს „სპორტ ინვესტი“, რომლის 33,34%-იანი წილის მფლობელიც ხეჩიკაშვილის მეუღლე ეკატერინე ინასარიძეა და შპს „იბერია ინვესტი“, რომლის 25%-ს თავად ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს.
დეკლარაციის შევსების მომენტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ჰქონდა 172 000 დოლარის ოდენობის სესხი „თი-ბი-სი“ ბანკში, რომლის შედეგადაც 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა გასავალმა 174 395,33 დოლარი შეადგინა, ამავე ბანკში ჰქონდა 260 000 დოლარის სესხი, რომლის გასავალიც 267 839,28 დოლარი იყო; ამავე ბანკში არსებული 277 760 დოლარის სესხი, რომლის გასავალმაც 2016 წელს 283 925,45 დოლარი შეადგინა და 283 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის გასავალიც 106 840,83 დოლარი იყო. მინისტრს „საქართველოს ბანკში“ 513 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის გასავალიც 82 804 დოლარი იყო. ასევე ჰქონდა 800 000 ლარის ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა წინა წლის განმავლობაში 720 000 ლარი შეადგინა. ასევე მის სახელზე იყო რეგისტრირებული ჯამში 1 783 325 ლარის ოდენობის რამდენიმე სესხი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის გასავალმა წინა წელს ქველმოქმედების სახით 60 000 ლარი, ხოლო ქონების გადასახადის სახით 7 500 ლარი შეადგინა.
ტარიელ ხეჩიკაშვილს ყავს მეუღლე ეკატერინე ინასარიძე და 7 შვილი. მათგან ერთ-ერთი, თამარ ხეჩიკაშვილი ფლობს თბილისში მდებარე 1 401 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი აუდი ა8, რომელიც 2016 წელს 95 387 ლარად შეიძინა. რუსუდან ხეჩიკაშვილის საკუთრებაში კი ავტომანქანა „კია სორენტოა“, რომელიც ასევე გასულ წელს 46 385 ლარად იყიდა.
მეუღლე ეკატერინე ინასარიძე ფლობს 63,21 კვ. მეტრის ბინას თბილისში; 1 177,51 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დედაქალაქში; ამავე მისამართზე მდებარე 1 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში; 142,81 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 800 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დაბა ფასანაურში და 1 200 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი volkswagen ტიგუანი.
დეკლარაციის შევსების მომენტში ინასარიძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 13,40 ლარი და 81,68 დოლარი; "ვი-თი-ბი ბანკის" დეპოზიტზე ჯამში - 336 289 დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე - 55 753,40 დოლარი; "თი-ბი-სი ბანკის" მიმდინარეზე კი 868 ლარი და 740 დოლარი ჰქონდა.
მინისტრის მეუღლე არის ასევე შპს „კრეს ავტო ჰაუსის“ 50%-იანი წილის; შპს „სპორტ ინვესტის“ 33,34%-ს; შპს „იბერია სითის“ 25%-იანი წილისა და შპს „საფეხბურთო კლუბ საბურთალოს“ 35%-იანი წილის მფლობელი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა 24 000 დოლარის ოდენობის სესხი „თი-ბი-სი“ ბანკში, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა წინა წელს 4 022,49 დოლარი შეადგინა.