კომპანია "ტაქსიფაი" სატრანსპორტო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის!

4 აგვისტოდან Taxify აპლიკაციას დაემატება ახალი, ECO კატეგორია. იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს აპლიკაციით სარგებლობა, ტარიფები არსებულ სტანდარტ კატეგორიაზე 20%-ით ნაკლები იქნება. კომპანია კვლავ ორიენტირებული რჩება მომსახურების მაღალ ხარისხზე.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კატეგორიაში შედარებით მცირე ზომის ან ნაკლებად კომფორტული ავტომობილები იქნება, და მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდება მგზვარობის საფასურის გადახდა, Taxify კვლავ არამწეველ კომპანიად რჩება. ავტომობილები, როგორც ყოველთვის, იქნება სუფთა, მოწესრიგებული და გამართული.

კომპანიის ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შეუწყობს ხელს მიიღოს საუკეთესო მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.

სინჯეთ თავად: IOS: https://goo.gl/msFZSG

Android: https://goo.gl/ZpzjQu

(R)