ივლისში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

წინა თვეში მგზავრთნაკადმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის აეროპორტში - მგზავრთნაკადის 42%-იანი ზრდა (371 131 მგზავრი) ბათუმის აეროპორტში - მგზავრთნაკადის 65%-იანი ზრდა (100 613 მგზავრი) დაფიქსირდა.

ორივე აეროპორტში გაიზარდა ასევე ფრენების რაოდენობაც: კერძოდ, თბილისის აეროპორტში - 42%-ით; ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 31%-ით.