2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 6 თვეში ყველაზე მეტი, საქართველოს 874 მოქალაქის დეპორტაცია თურქეთიდან განხორციელდა. 206 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა გერმანიიდან, ხოლო ისრაელიდან - 200.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია რუსეთიდან, 56-ის საფრანგეთიდან, ხოლო 37-ის საბერძნეთიდან განხორციელდა.