დავით სერგეენკო - რიგ მედიკამენტზე ფასებმა მოიმატა, რიგ მედიკამენტზე კი - დაიკლო

რიგ მედიკამენტზე ფასებმა მოიმატა, რიგ მედიკამენტზე დაიკლო - წლის განმავლობაში რაიმე მკვეთრად გამოკვეთილი ტენდენცია გაძვირების არ ყოფილა , - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე 700 000-მდე ადამიანს მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

„პროექტი, რომელიც დაიწყო ივლისის დასაწყისში და რომლითაც ჩვენ 700 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველვყოფთ ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება უდიდესი შვება და უდიდესი გარღვევა ჯანდაცვის გამოწვევების მოსაგვარებლად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.