არსებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორად მერაბ ჭანუყვაძე ინიშნება

არსებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს. მერაბ ჭანუყვაძე ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებს.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც გია სალუქვაძემ  განაცხადა, პოსტს ის მომავალ კვირაში დატოვებს.

”სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე”, - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

გია სალუქვაძე, ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე შემოთავაზება აქვს.