თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ბალახი იწვის

ამ წუთებში ხანძარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

“სმარტის” სიახლოვეს მდებარე გვირაბის მიმდებარედ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარიცაა.

სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებაზე უკვე მუშაობენ. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მაღალი ტემპერატურაა.