„რეზონანსი" - საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო
„რეზონანსი" - საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო
11 აგვისტო / 2017
საქართველოს საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო.
არაბრენდირებულ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-დან 5 თეთრამდე მოიმატა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი მუდმივად მატულობს. 1 ბარელი შავი ოქროს ღირებულება ბოლო 2 თვეში 47-დან 53 დოლარამდე გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავზე ფასის ზრდას არც ბრენდირებული სადგურის მფლობელები გამორიცხავენ. მათი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში (მატების ან კლების) შესაბამისი რეაქცია ექნებათ.

ნავთობის გაძვირება შეინიშნება იმ ფონზე, როდესაც წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა პროგნოზი 2017-18 წლებში ნავთობის საშუალო ფასთან დაკავშირებით და იგი განსაზღვრა 51-52 დოლარის ფარგლებში, რაც 3 დოლარით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდება აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას, რომელიც 2017 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.
საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენების ადეკვატურად იმოქმედებენ საქართველოს ბაზარზე ბრენდირებული სადგურები. "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ როგორი მოვლენებიც იქნება მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილების კუთხით და ლარის კურსი რა ნიშნულზეც იქნება, იმის მიხედვით იმოქმედებენ. ეს ორი კომპონენტი აქამდეც იყო და ახლაც რჩება კრიტერიუმად საქართველოში საწვავის ფასი განსაზღვრაში.

"პასუხი, როგორც ყოველთვის, არის ერთგვაროვანი, ჩვენი მოქმედება იქნება ადეკვატური. უახლოეს დღეებში არავითარი ცვლილება არ იგეგმება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, მართალია, აწეულია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ შენარჩუნებას.

ძალიან გაიზრდება საწვავის ფასი, შედარებით ნაკლებად თუ გაიაფდება, ეს მალე გამოჩნდება. როგორც მოვლენები განვითარდება მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილების კუთხით და ლარის კურსიც რა ნიშნულსაც გვაჩვენებს, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ეს ორი კომპონენტი აქამდეც იყო და ახლაც რჩება მთავარ კრიტერიუმად საქართველოში საწვავის ფასის განსაზღვრისათვის", - განუცხადა "რეზონანსს" მიშველაძემ.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება უკვე შეეხო საქართველოს საცალო ბაზარს და არაბრენდირებულმა სადგურებმა საწვავი გააძვირეს, 1 ლიტრზე სხვაობა 3-5 თეთრია.

როგორც
You must have Flash Player installed in order to see this player.
"რეზონანსს" "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ განუცხადა, ჯერჯერობით ბრენდირებული სადგურები ფასს ინარჩუნებენ და გამოუვალი მდგომარეობის გარდა, არ აპირებენ საწვავის გაძვირებას. სხვა ვითარებაა მცირე აგს-ებზე.
"პლატცის ფასის ზრდა ნამდვილად შეინიშნება. კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობი გაძვირდა. ამის შედეგად ფასის მატება ნამდვილად გვაქვს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავი საქართველოშიც გაძვირდება და პირიქით - თუკი მოხდა კლება, შესაბამისი რეაქცია გვექნება ჩვენც.

ამ ეტაპზე პირადად ჩვენი ავტოგასამართი სადგური ფასს ინარჩუნებს, ღირებულება არ გაგვიზრდია. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებზე ფასის ზრდას, ეს მათი პოლიტიკაა და ამაში ჩვენ ნამდვილად არ ვერევით", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნავთობი ბოლო პერიოდში მცოცავი მეთოდით ძვირდება და ამჟამად ბოლო 3 თვის მაქსიმუმზეა. აშშ-ში სტრატეგიული მარაგი შემცირებულია, ტურისტული და სატრანსპორტო სეზონი პიკზეა, ამიტომაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა მატულობს. ასეთი დამოკიდებულება პროდუქტს აძვირებს და შედეგიც აშკარაა - ბოლო რამდენიმე კვირაში ნავთობი 12%-ით გაძვირდა.

ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (1)
11.08.2017
გია
გადადით ხალხო ელექტრო მანქანებზე გადადით. თქვენც ფულს დაზოგავთ ჰაერიც გაჩნდება, ფული რაც გადის ქვეყნიდან ისიც დაიზოგება და ადგილობრივ წარმოებებსაც დავეხმარებით.
მსგავსი სიახლეები
ამერიკულ სოლტ-ლეიკ-სიტიში უჩვეულო სატვირთო გადამზიდავი მანქანის Nikola One-ს პრეზენტაცია შედგა.
ენერგეტიკის მინისტრმა და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო გადასასვლელი დაათვალიერეს
სახელმწიფო სურსათის შესაძენად წელიწადში 150 მილიონ ლარს ხარჯავს.
ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.
ბოლო პერიოდში ყველა კომპანიაში საწვავის ფასმა საშუალოდ 8-10 თეთრით მოიმატა
საქართველოში საკრედიტო პროდუქტებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის იპოთეკურ სესხებს გამორჩეული ადგილი უჭირავს.
რომელი პროდუქტი გააქვს საქართველოს ყველაზე ხშირად ექსპორტზე და რომელი პროდუქტებია იმპორტირებული.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მატულობს, ხოლო საქართველოში ბენზინი და დიზელი ძვირდება.
შეერთებული შტატების ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მიერ გამოქვეყნებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ნავთობის მარაგი ისევ იზრდება, ნავთობზე ფასის შემცირება მოჰყვა.
უკვე რამდენიმე წელია ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ქართული კომპანიების მოგების მარჟა საკმაოდ დაბალია და ბიზნესოპერატორებს გაზრდილი ხარჯები მძიმე ტვირთად აწვებათ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708