სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მეღვინეობის დარგი მზად არის ყურძენი მთლიანად გადაამუშაოს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მეღვინეობის დარგი მზად არის ყურძენი მთლიანად გადაამუშაოს
11 აგვისტო / 2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი 2017 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, მინისტრმა აღნიშნა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი სრულ მზადყოფნაშია.

“რთველის წარმატებით ჩასატარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნლოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია რთველთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი ექსპორტი რთველის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

”კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე მასიური სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად. მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი”, - აღნიშნა სამანიშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა.

”როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ამ გადაწყვეტილებას კერძო სექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით”, - აცხადებენ სამინისტროში.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
წაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოსახლეობის ნაწილი სოფელ დაბაში მდებარე საგანგებო შტაბთან მივიდა და დახმარება ითხოვა.
სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია.
გუშინ ღამე სოფელ დაბიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა, თუმცა ამ წუთში მათ სახლსაც არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცია.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ 22,9 მილიონი ლარის ღირებულების, 5.8 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა.
2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება.
კახელი ფერმერები მოახლოებული რთველის სამზადისში არიან, თუმცა ყურძნის ფასით უმეტესობა უკმაყოფილოა.
ხშირად მწიფე მტევანს (განსაკუთრებით, ხეივანზე) დაკრეფამდე საგრძნობლად აზიანებენ კრაზანები და სხვა მავნებელი მწერები,
განათლების სამინისტრო სკოლებში "ვაშლის დარიგების“ კამპანიას სექტემბრიდან, სწავლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყებს.
რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამო კომპანია "სოკარმა" საწვავი გამოყო. კერძოდ, სტიქიასთან საბრძოლველად კომპანიის მხრიდან 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელია გამოყოფილი.

ამასთან, "სოკარი" ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას და ხეებს 2 ჰექტარზე დარგავს.

"სამწუხაროდ სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა. მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. აუცილებელია, ერთმანეთს მაგალითი მივცეთ და გავერთიანდეთ, როგორც დღეს ჩვენს ხელთ არსებული დახმარების საშუალებით, ასევე, მომავალში ტყის აღდგენაში ჩვენი წვლილის შეტანით. კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა სტიქიასთან საბრძოლველად 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ასევე მივიღებთ მონაწილეობას ტყის აღდგენაში და დავრგავთ ხეებს 2 ჰექტარზე,"-ნათქვამია კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
23.08.2017
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა თავისუფალია
სრულად
23.08.2017
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.
სრულად
23.08.2017
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სრულად
23.08.2017
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3946 ლარი შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493