სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება
სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება
11 აგვისტო / 2017
სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.

მინისტრის განმარტებით, აკრძალვა შეეხება იმ პროდუქტებს, რაზეც ზუსტად არის
ცნობილი, რომ მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

“ხომ იცით, თავიდან როგორ ხდება. ჩათვლიან, რომ ეს არის დროებითი, პატარა კამპანია. ამან არ უნდა გაიაროს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.
კომენტარები (2)
11.08.2017
ლუკა
ყოჩაღ ჯეჯელავა! ძალიან სწორი და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება არის. საერთოდ სკოლასთან ახლოს უნდა აიკრძალოს მაკდონალდების და ვენდის მსგავსი არაჯანსაღი სწრაფი კვების ობიეტების გახსნა! ფულზე დახარბებული ბიზნესმენების ანგარებას არ უნდა შეეწიროს ქართველი ბავშვების ჯანმრთელობა. ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო ამბავია. ასევე კარგი არი ვაშლის შეტანა სკოლებში. საერთოდ, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ხილის და ბოსტნეულის, რძის პროდუქტების და ორგანული ხორცის, ქათმის და თევზეულის მენიუ ბაღებში და სკოლებში უნდა დაინერგოს, და ეს მხოლოდ ჯანსაღ თაობის გაზრდას შეუწყობს ხელს. შესაბამისად ბავშვები პატარაობიდან შეეჩვევიან ჯანსაღ საკვებს და ჩვევად ჩამოუყალიბდებათ. სახელმწიფო კი ინვესტიციას, რომელსაც ჯანსაღი მენიუს დამკვიდრებაში ჩადებს ასმაგად დაიბრუნებს შემცირებული ჯანდაცვის ხარჯებისსახით. ყოჩაღ ჯეჯელავა!
11.08.2017
სოსო
მრავალი სკოლაა,რომელსაც ბუფეტი არა აქვს.ბავშვები მეზობელ მაღაზიებში ყიდულობენ პროდუქტებს და საკმაოდ ხშირადაც იწამლებიან.ასე რომ სახელმწიფოს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ამ საკითხის მოსაწესრიგებლად.მინისტრის ძალისხმევა ამ მიმართულებით ძალიან დასაფასებელია და წარმატებებს ვუსურვებ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.10.2017
კახეთში სასტუმროს პროექტითა და ბიზნეს გეგმით ნაკვეთი იყიდება, რომლის ღირებულებაც 620 000 ლარია.
სრულად
18.10.2017
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4844 ლარი გახდა.
სრულად
18.10.2017
თიკა დუღაშვილი პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნეა.
სრულად
18.10.2017
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები გვხვდებიან.
სრულად
18.10.2017
დედაქალაქის მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13366-ე