„ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას თბილისის ეკონომიკის 1%-იც ეყოფა“
„ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას თბილისის ეკონომიკის 1%-იც ეყოფა“
12 აგვისტო / 2017
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მას შემდეგ რაც კალაძემ ხრუშოვკების ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა გააჟღერა, დაიძრა ყველა ბოლო არჩევნებში დამარცხებული „უძლეველი არმადა“ და მისი მოციქულები კალაძის წინააღმდეგ. თქვეს რომ ეს უტოპიაა, რომ ამ პროექტს თბილისის კი არა ამერიკის ეკონომიკაც ვერ გასწვდება. ზოგმა ხრუშჩოვკების მოსალოდნელი დემონტაჟის თანხა „დაითვალა“ და მთელი საქართველოს ტოტალური გაღარიბების გრძელვადიანი პროგნოზიც კი დადო კვარტლების მიხედვით.

ჰოდა დამაინტერესა, ყველაზე ხარჯიანი სცენარის შემთხვევაში, თბილისის ეკონომიკის რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს ამ პროგრამის განხორციელებას სინამდვილეში.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი თბილისზე მოდის. რაც თანხობრივად 6-7 მილიარდი დოლარია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში სულ 512 „ხრუშოვკაა“ სადაც 12 000 ოჯახი ცხოვრობს. წარმოვიდგინოთ ყველაზე რადიკალური სცენარი ხარჯის სიჭარბის თვალსაზრისით, ანუ რომ ერთ ოჯახზე გაანგარიშებით დანახარჯმა 80 000 დოლარი შეადგინოს, ანუ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების სრული პროგრამა ყველაზე მაქსიმალისტური გათვლით 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს.
ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რომ კალაძემ მერობის პირველ 4 წელიწადში ეტაპობრივად “ხრუშოვკების”ერთი მესამედის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რომლისათვისაც 333 მილიონი დოლარის მობილიზება კერძო სექტორიდან უნდა მოახერხოს . (მართალია ამას 300 მილიონზე გაცილებით ნაკლები თანხა დაჭირდება, მაგრამ მაინც)

სტატისტიკა გვეუბნება, რომ 4 წელიწადში ხრუშოვკების ერთი მესამედის ჩანაცვლების ხარჯი თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1,3%-ია,“ - წერს დუნდუა.


You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (6)
15.08.2017
კატო
ლევანს, ვის სჯერა რომ ნეო კლასიკურ 3-4 სართულიან სახლებს ააშენებენ? გაჩეხავენ ხეებს და ბეტონის უსახური 16 სართულიანი კორპუსებით გაავსებენ ვაჟას კვარტლებს და დიღომს.ავარიულს კი არ დაანგრევენ, კომერციულად მომგებიან უბნებს მიადგებიან. აბა მოგება ხომ უნდა ნახონ და ფულიც კარგად მოტეხონ? ახლა ყველა კვარტალში ბაღი და სტადიონია. მაგ. ვაჟას მე-4 კვარტალში უამრავი ზრდასრული და ჯანსაღი წიწვოვანი ხე დგას. ვინ დატოვებს კორპუსებს შორის ამხელა სივრცეს ახლა რომ არის? არ გვჯერა არცერთი მთავრობის, არ გვინდა, არაააა!
14.08.2017
ლევანი
12 ათასი ოჯახი ტიტო ოჯახზე 70 კვადრატი რომ ვიგულისხმოთ(ესეც მაქსიმუმია იმიტომ რომ არცერთი ხრუშოვკა არ არის მაგდენი კვადრატულობის, მიშენებებიც ჩაითვალოს რათქმა უნდა) თითო სახლის მშენებლობა დაჯდება მაქსიმუნ 28000 დოლარი თავისი უმაღლესი ხარისხის რემონტიანად(მაქსიმუმს ვამბობ თორემ საშუალო რემონტით კვადრატულის ფასი 300 დოლარს არ აჭარბებს) ჯამში გამოდის 336 მილიონი დოლარი, ამას დავუმატოთ ძველი კორპუსების დემონტაჟის თანხა და დაახლოებით 500 მილიონი სულ ეყოფა ამ საქმეს(ფული თუ არ მოტყდა ბევრი) მაგრამ 500 მილიონი დოლარი არის მილიარდ ორასი მილიონი და ეს თუნდაც 4 წელზე რომ გაყო წელიწადში გამოდის 300 მილიონი ლარი... თბილისის ბიუჯეტია 700 მილიონი და როგორ ეყოფა ამ ამბავს რას გვეტყვის ექსპერტი?... რაც შეეხება კერძო სექტორის ჩაბმას ამ სფეროში ვისაც ფული აქვს ისედაც აშენებს და სახელმწიფოსტან რატომ აიტკიებს თავს? ისე კი წელიწადში ეტი მილიარდი ლარი 5 წელიწადში სულ გალამაზებდა თბილისს, ძველ უბნებში ნეო კლასიკური 3-4 სარტულიანი სახლების აშენებით ოჰი
მსგავსი სიახლეები
კომპანია „სითი პარკს“, რომელიც თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, სასამართლო დავა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნინო მგელაძემ მოუგო.
დღეს, 23:00 საათიდან 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება.
გენგეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას საჯარო ტრანსპორტის გამხოლოებული ხაზი, როგორც ავტობუსისთვის, ისე მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტისთვის, სადაც სხვა მანქანა ვერ შევა.
საკამათო არ არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთავარი ბატალიები თბილისში გაიმართება.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის გამო შპს „არჯევანის“ ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი 2017-2018 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის N 82-ში ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე და 6-ის გადარგვაზე.
თუ რა ცვლილებებია დაგეგმილი თბილისის სატრანსპორტო სისტემაში და როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილებები, Allnews.ge თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა.
წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა გაცალმხრივდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებას ეკონომისტი სოსო არჩვაძე გამოთქვამს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამო კომპანია "სოკარმა" საწვავი გამოყო. კერძოდ, სტიქიასთან საბრძოლველად კომპანიის მხრიდან 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელია გამოყოფილი.

ამასთან, "სოკარი" ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას და ხეებს 2 ჰექტარზე დარგავს.

"სამწუხაროდ სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა. მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. აუცილებელია, ერთმანეთს მაგალითი მივცეთ და გავერთიანდეთ, როგორც დღეს ჩვენს ხელთ არსებული დახმარების საშუალებით, ასევე, მომავალში ტყის აღდგენაში ჩვენი წვლილის შეტანით. კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა სტიქიასთან საბრძოლველად 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ასევე მივიღებთ მონაწილეობას ტყის აღდგენაში და დავრგავთ ხეებს 2 ჰექტარზე,"-ნათქვამია კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
23.08.2017
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა თავისუფალია
სრულად
23.08.2017
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.
სრულად
23.08.2017
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სრულად
23.08.2017
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3946 ლარი შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493