1-ელ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 14 569 560 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3 313 941 ლარით მეტია.

კერძოდ, 2017 წლის 1-ელ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 14 569 560 ლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 11 255 619 ლარი იყო.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის მონაცემებით, 83 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებდა, რომელთა საერთო კაპიტალიც 400 648 931 ლარი იყო.