მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ხანძარია

მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ხანძარია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა. მისი განმარტებით, ტყიდან ძლიერი კვამლი შეიმჩნევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე უკვე გასულები არიან.