რაჭაში, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

რაჭაში, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღიურად, საღამოს 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.