დღეიდან ჩინეთი ჩრდილოეთ კორეიდან გარკვეული პროდუქციის შეტანაზე ემბარგოს აწესებს

15 აგვისტოდან ჩინეთის მთავრობა ჩრდილოეთ კორეიდან ნახშირის, ზღვის პროდუქტების, რკინის, ტყვიისა და აღნიშნული მეტალების მადნის შეტანაზე ემბარგოს აწესებს.

აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

5 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანთან მიმართებაში სანქციები გაამკაცრა. კერძოდ, რეზოლუცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეიდან რიგი პროდუქტების შემოტანაზე ემბარგოს დაწესებას.

ქვეყნებმა, რომლებმაც ამგვარი ხელშეკრულებები დადეს ჩრდილოეთ კორეასთან, აკრძალული პროდუქციის შეტანა რეზოლუციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაასრულონ.