ტურისტმა ლას ვეგასის კაზინოში 11.8 მილიონი დოლარი მოიგო

ლას ვეგასის ვიზიტორმა სასტუმრო Fremont-ის კაზინოში 11.8 მილიონი აშშ დოლარის ჯეკპოტი მოიგო.

კალიფორნიელი ტურისტის მოგება ყველაზე დიდი მოგება გახდა Megabucks-ის აპარატებზე 2017 წელს.

„Fremont-ს ათასობით ჯეკპოტი აქვს გაცემული 60 წლის ისტორიის მანძილზე ლას ვეგასში, მაგრამ ამგვარი თანხა არასოდეს გაცემულა“, - განაცხადა Fremont Hotel & Casino-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯიმ სალივანმა.