გერმანიაში ქურდებმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარეს

გერმანიის ქალაქ ნოიშტადში უცნობმა პირებმა საბარგულს ჩახსნეს მისაბმელი, რომელშიც 20 ტონა შოკოლადის ნაწარმი იყო მოთავსებული.

პოლიციის განცხადებით, წაღებულია შოკოლადის პასტა, შოკოლადის კვერცხები და სხვა ნაწარმი. მთლიანობაში, ქურდებმა 50 000-დან 70 000 ევრომდე ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს.

გერმანული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ვიტენბურგში მძარცველებმა გაიტაცეს მისაბმელი, რომელშიც 30 ტონა ხილის წვენი იყო მოთავსებული.

პოლიცია იძიებს, არის თუ არა კავშირი ამ ორ ძარცვას შორის.