უამინდობის გამო საქართველოში დღეს 4 შიდა ავიარეისი გაუქმდა

უამინდობის გამო საქართველოში დღეს 4 შიდა ავიარეისი გაუქმდა , - ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეეხო ნატახტარი-ამბროლაურის, ამბროლაური-ნატახტრისა და ასევე ნატახტარი-მესტიისა და მესტია-ნატახტრის მიმართულებებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ექვსჯერ - ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება, ხოლო ამბროლაურის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ - სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.