„ბრექსითის“ პროცესის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ

„ბრექსითის“ პროცესის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ, თუმცა სამუშაო უფლების მისაღებად საიმიგრაციო უწყებების ნებართვის მიღება დასჭირდებათ.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Guardian სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში უვადოდ ყოფნის უფლებას ავტომატურად მიიღებენ. თუ მათ დიდ ბრიტანეთში მუშაობა მოუნდებათ, ახალი საიმიგრაციო შეზღუდვების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ბრიტანეთის მთავრობა საიმიგრაციო გეგმას წარადგენს, რომელიც მიგრაციის კონტროლის ახალ ზომებს ითვალისწინებს.