„საქართველოს მარკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო

„საქართველოს მარკის“ მიმართ, რომლის 51%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო.

მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. ამის შესახებ, საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 9 აგვისტოს განჩინებაშია ნათქვამი.

საჯარო რეესტრის მიმდინარე წლის 10 ივლისის მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს მარკის“ 51%-იან წილს სახელმწიფო; 16%-ს - ხადიჯა ჯაიანი; 12%-იან წილს - ბიჭიკო ბრეგვაძე; 7%-ს - ვლადიმერ ბალასანიანი; საწარმოს 8%-ს ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო 6%-იან წილს ლიანა აბესაძე ფლობს.