ყაზბეგი იმ 100 ადგილს შორის მოხვდა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ

"ბიზნეს ინსაიდერმა" ყაზბეგის მთები იმ 100 ადგილს შორის დაასახელა, სადაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ.

„ბიზნეს ინსაიდერმა“ მსოფლიოს 20 საუკეთესო მოგზაურ ბლოგერსა და მწერალს სთხოვა, დაესახელებინათ ადგილი, რომელიც მათი აზრით, აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ.

„პატარა ქალაქი კავკასიის მთებში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. აქაურობა ჩანჩქერებისა და მწვერვალების თავბრუდამხვევი პეიზაჟებით არის გარშემორტყმული“, - ასე ახასიათებს ყაზბეგს გამოცემა Suitcase Magazine-ის რედაქტორი ინდია დოული.

Airbnb-ის გენერალური მენეჯერი ჩრდილოეთ ევროპაში ჯეიმს მაკკლარი კი მოსკოვში ჩასულ მოგზაურებს ურჩევს, აუცილებლად დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული სამზარეულო.

ასეულში ასევე მოხვდა თურქეთი, ავსტრალია, ყაზახეთი, ჰავაის კუნძულები, იაპონია და სხვა ქვეყნები.