გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს გაიხსნა.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყება, ნადირობისას აუცილებელია საჭირო დოკუმენტები.

„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის - 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, - აცხადებენ სამინისტროში.