წუხანდელი ხანძარი ფოტორეპორტაჟში: რა ხდებოდა გვიან ღამით ისნის ბაზრობაზე

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი ფილიალის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა, ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: PALITRAVIDEO

bpn bpn bpn