თენგიზ კაპანაძე: „მაკდონალდსი“ ხარისხის კომპრომისზე არასოდეს წავა“

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად, მედიის დღის წესრიგში მოწინავე ადგილი სურსათის უვნებლობის და ხარისხის კონტროლის საკითხებმა დაიკავა; მოსაზრება კი, თითქოს ადგილობრივი აპრიორი ხარისხიანს ნიშნავს, ბევრი ადამიანისთვის ეჭვქვეშ დადგა.

სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვების ობიექტი ხარისხის კონტროლის განსხვავებულ მეთოდებზე საუბრობს, მსოფლიოში უდიდესი სარესტორნო ქსელის წარმომადგენლის - „მაკდონალდს საქართველოს“ უსაფრთხოების პროცედურების შესახებ კი კომპანიის დირექტორმა - თენგიზ კაპანაძემ ისაუბრა. ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპაში საიდუმლო მომხმარებლის კვლევების შედეგებით „მაკდონალდსი საქართველო“ ლიდერის პოზიციას იკავებს.

ბ-ნ თენგიზ, რა ფაქტორები განაპირობებს „მაკდონალდსის“ ხარისხის უსაფრთხოებას და რითი განსხვავდება თქვენი ხარისხის კონტროლის პროცედურები ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი სხვა საკვები ობიექტების ოპერირებისგან?

თენგიზ კაპანაძე, „მაკდონალდსი საქართველოს“ დირექტორი: „მაკდონალდს საქართველოს“ წარმატებას ჩვენი რესტორნების როგორც ხარისხის, ასევე - მომსახურების მუდმივი კონტროლი განაპირობებს. მომსახურება ბრენდის საერთაშორისო წარმომადგენლებთან ერთად ცალკე კომპანიის მიერაც კონტროლდება: დანერგილია საიდუმლო სტუმრის პრაქტიკა - სრულიად უცხო ადამიანები ჩვეულებრივი ვიზიტორების ამპლუაში გვსტუმრობენ და ჩვენი მართვის სისტემის შეფასებებს საერთაშორისო მოხსენებებში აფიქსირებენ, რომლებიც პერიოდულად გვეგზავნება.

რაც შეეხება ჩვენთან წარმოდგენილი საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს, „მაკდონალდს საქართველოს“ ლოგისტიკურ ჰაბში მოხვედრილი ნებისმიერი პროდუქტი traceability-ს სისტემის პროგრამით მოწმდება, რომლის პრინციპი ასეთია: ნებისმიერი პროდუქციის ყუთზე შტრიხ-კოდია დატანილი, მისი დახმარებით კი ყუთში მოთავსებული საკვების წარმომავლობის პოვნა შეგვიძლია. ამ პროგრამის მეშვეობით გზის მთლიანი „ნაკვალევის“ (trace) შესწავლა ხდება, რომელიც პროდუქტმა ჰაბში მოხვედრამდე გაიარა: მითითებულია ფერმა, რომელმაც ქარხანა ხორცით მოამარაგა; კონკრეტული ცხოველის ნომერი, რომლისგანაც საკვებია დამზადებული; ასევე - საკვები რაციონი, რომლითაც ცხოველი ფერმაში იკვებებოდა; აცრები, რომლებიც ცხოველს ჩაუტარდა და ა.შ. „მაკდონალდსი საქართველო“ ამ ეტაპზე ხორცპროდუქტებით გერმანიის ფერმებიდან მარაგდება და წარმოებაში მხოლოდ საქონლის საუკეთესო ნაწილის - წინა მეოთხედის რბილ ნაჭრებს იყენებს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია თავის მხრივ „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც სოლიდური ინვესტიციის (2.3 მილიონი ევრო) და საერთაშორისო წარმომადგენლობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა. ევროპის „მაკდონალდსსა“ და მის ოფიციალურ პარტნიორ გერმანულ ლოგისტიკურ კომპანია „ჰავისთან“ ერთად ლოგისტიკური ცენტრი გავაკეთეთ - „მაკდონალდსის“ საერთაშორისო წარმომადგენლობამ არსებობის ისტორიაში პირველად დაუშვა პრეცედენტი, მომარაგების სისტემაც მმართველი კომპანიისთვის მიენდო. ჰაბი მთელ ამიერკავკასიის რეგიონზეა გათვლილი და მასშტაბით მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

შეგიძლიათ დაასახელოთ „მაკდონალდს საქართველოს“ მომწოდებლები, რომლებიც საკვები ნედლეულით ამარაგებენ?

სამწუხაროდ, დღეისათვის ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნედლეულს ვერ გვთავაზობს, ამიტომაც ჩვენს ქსელში არსებული ყველა სახის საკვები პროდუქტი მხოლოდ ევროპის საუკეთესო საწარმოებიდან მოგვეწოდება, რომლებიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს - „მაკდონალდსი“ ხარისხის კომპრომისზე არასოდეს წავა!

(R)