Gem fest-ზე დასაქმებულმა 11-მა პირმა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა

Gem fest-ზე დასაქმებულმა 11-მა პირმა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

მოსარჩელეების განმარტებით, ადმინისტრაცია ხელფასების სრულად გადახდას დაპირდა, თუმცა პირობის შესრულებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.

„ამიტომ სამართლებრივი ფორმით ბრძოლა გადავწყვიტეთ. სასამართლო 5 სამუშაო დღეში გადაწყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღება-არმიღების საკითხს“, - განაცხადეს დასაქმებულებმა.